დასახელება:
MICE პროდუქტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ივენთივ
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
კომპანია "ივენთივი" აცხადებს ვაკანსიას MICE პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "Eventive Georgia" (https://eventive.ge) არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები.
კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე თითოეული ღონისძიებისათვის კვებით, აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
სავარაუდო ანაზღაურება: ფიქსირებული 3000 ლარი-დან NET (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი ივენთ პროექტებიდან (სავარაუდოდ 3000-8000 ლარი და მეტი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქუჩა N95 (საბურთალო)
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
"Eventive Georgia" გუნდში მიესალმება MICE-ს მიმართულებით კარგი გამოცდილების მქონე პროფესიონალს, რომელიც წარმართავს და განავითარებს კომპანიის MICE საქმიანობას.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის MICE პროდუქტების განვითარების და გაყიდვების სტრატეგიაზე მუშაობა
** MICE პროდუქტების კონცეფციების შექმნა, დაგეგმვა, მართვა/კოორდინაცია, ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა;
** პოტენციურ კლიენტების მოძიებაში მონაწილეობის მიღება, მათთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მომზადება, პრეზენტაციების და მოლაპარაკებების წარმოება;
** ღონისძიების პერსონალის და ლოგისტიკური პროცესის მართვა და საქმიანობების კოორდინაცია;
** ღონისძიებებისთვის ლოკაციების და მომწოდებლების მოძიება, ფასების მოკვლევა, მოლაპარაკებების წარმოება და მუდმივი მონიტორინგი;
** ინდუსტრიის საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა/დასწრება, კომპანიის წარმოდგენა.
** კომპანიის და პირადი ყოველთვიური და წლიური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** MICE-ს მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, მათ შორის MICE პროექტების დამოუკიდებლად განხორციელების გამოცდილება;
** დამკვეთებთან/კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოების კარგი გამოცდილება და ცოდნა;
** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული წერის და კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eventive.ge არაუგვიანეს 5 ივლისისა.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|