Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=642979&print=yes&view=jobs
 
HR ჯენერალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ჯენერალისტი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 50-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ.

"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.

სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36

მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მიმართულებით პროცედურების და ინსტრუქციების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;
** ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესის მართვა და ადმინისტრირება;
** დასწრების ტაბელების წარმოება;
** საბონუსე სისტემის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა;
** თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სახელფასო უწყისის მომზადება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებებით ჩაითვლება უპირატესობად);
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel);

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge

გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია