სასტუმრო "Jazz" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე!
4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, 44 ნომერი
მდებარეობა: თბილისი, მახათას აღმართი 23 (23 Makhats Rise, Tbilisi)
ანაზღაურება: 120 ლარი ცვლაში, ასევე შედის კვება
გრაფიკი: 24-საათიანი ცვლები
მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და განთავსება
** ფულადი ანგარიშსწორების წარმოება სტუმრებთან
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა
** ჯავშნების შემოწმება და მათი დროული შეტანა სასტუმროს შიდა პროგრამაში, როგორც საიტებიდან, ისე სხვა წყაროებიდან
სასტუმროს შიდა პროგრამაში მუშაობა
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
მოთხოვნები: ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა)
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ყურადღება
** სტუმრის კომფორტსა და ხარისხიან სერვისზე ორიენტირებულობა
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში: გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე: info@jazz-hotel.com.
|