Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=642960&print=yes&view=jobs
 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
შპს "ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:

** აკადემიური პროგრამების შეფასების მხარდაჭერა (მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ანგარის მომზადება);
** სტუდენტებისა და ლექტორების უკუკავშირის შეგროვება და დამუშავება;
** უნივერსიტეტის შიდა და გარე აკრედიტაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** მონაცემების შეყვანა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტუდენტების/პროფესორების (მოწვეული სპეციალისტების) ერთიან მონაცემთა ბაზაში;
** მობილობის, კრედიტების აღიარებისა და პროგრამული თავსებადობის განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
** საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც ინიცირებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება: სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მედიცინის, ბიოლოგიის მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა: არანაკლებ B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office.

სამუშაო ადგილი: ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
საცდელი ვადა: 3 თვე
ხელფასი: 800 ლარი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@bauinternational.edu.ge დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონზე: 577 642451 არაუგვიანეს; 2025 წლის 17 ივლისისა.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია