დასახელება:
IT Support სპეციალისტი/სტაჟიორი
|
მომწოდებელი:
IT Craft
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
ანაზღაურებადი სტაჟირება "IT Craft"-ში IT Support სპეციალისტის პოზიციაზე.
"ITCraft" - არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია IT მიმართულებით, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად სრულ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესებს.
ვეძებთ კადრს რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან განვითარებაზე IT სფეროში.
სამუშაოს აღწერა:
** კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა;
** სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სკანერების და საბეჭდი სისტემების მხარდაჭერა;
** უკაბელო წვდომის წერტილების კონფიგურაცია, მონტაჟი;
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაზისო ცოდნა IT სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00-მდე, შაბათი მოკლე სამუშაო დღე მორიგეობით 15:00-მდე, კვირა დასვენება.
ხელფასი განპირობებულია ცოდნასა და გამოცდილების მიხედვით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გექნებათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@itcraft.ge. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურში.
|
|
|
|