დასახელება:
რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აწარმოე საქართველოში
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
თანდართული ფაილი:
642944_Attachment___Growth_Hub_Manager_ToR_Rustavi_3105492.zip
|
2021 წლის 17 მაისს საქართველოს და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტის (Georgia Relief and Recovery for Micro, Small, and Medium Enterprises Project) ფარგლებში გაფორმებული სასესხო შეთანხმების შესაბამისად (სესხის ნომერი: 9239-GE) სააგენტო "აწარმოე საქართველოში" პასუხისმგებელია პროექტის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ფინანსური დახმარების კომპონენტის განხორციელებაზე. სასესხო შეთანხმების ერთერთ მიმართულებას წარმოადგენს "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტი". პროექტის მიზანია თბილისში და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნეს უნარების განვითარების მხარდაჭერის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას.
პროექტის ფარგლებში, სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტის" მიზნების, მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, ქვემო ქართლის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და ზედამხედველობა;
** ქვემო ქართლის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, პოტენციური ან/და არსებული მეწარმეებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის პროცესის მართვა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/მიწოდება;
** პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბიზნეს უნარების განვითარების მიზნით, პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება;
** თანამშრომლობის განვითარება როგორც ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ უწყებებსა და დონორ ორგანიზაციებთან;
** მეწარმე სუბიექტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნეს სფეროს სიახლეებისა თუ სექტორული კვლევების თაობაზე;
** ქვემო ქართლის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლების საქმიანობის ზედამხედველობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, პროექტის მენეჯერისთვის საქმიანობის ანგარიშების მომზადება საჭიროების შესაბამისად;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის ან სხვა დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია/პრეზენტაციის უნარები;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე HR@enterprise.gov.ge
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 5 ივლისი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|