Робота для біженців з України
შესყიდვების ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივი და უცხოელი მომწოდებლების მოძიება სათადარიგო ნაწილების, მასალებისა და მომსახურებების შესაძენად
** ფასებზე, გადახდის პირობებსა და მიწოდების ვადებზე მოლაპარაკება
** შესყიდვების მოთხოვნის საფუძველზე SAP სისტემაში Purchase Order-ების (PO) გაცემის უზრუნველყოფა
** შესყიდვებისა და მომსახურებების ხელშეკრულებების მომზადება
** SAP-ში მომწოდებლების სიების განახლება და შესყიდვების სტატუსის მონიტორინგი
** შეკვეთებისა და მომსახურებების დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** შესაბამისი დოკუმენტაციის (ინვოისები, საგადასახადო დოკუმენტები) მიღება და გადაცემა ფინანსურ განყოფილებას
** Purchase Order-ებსა და ინვოისებს შორის არსებული განსხვავებების ანალიზი და ანგარიშგება
** მომწოდებლების აკრედიტაცია და მათი შესრულების შეფასება
** ტენდერების/აუქციონების ორგანიზება შესყიდვებისთვის
** შესყიდვების პოლიტიკის განახლება კორპორაციულ/გლობალურ პროცედურებთან შესაბამისობაში
** სხვა ამოცანები ადგილობრივი მენეჯმენტის ან გლობალური შესყიდვების ინსტრუქციის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** გამოცდილება შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობა
** გამოცდილება SAP სისტემასთან მუშაობაში ჩაითვლება უპირატესობად.

ენობრივი უნარები:

** ქართული — აუცილებელი
** ინგლისური — აუცილებელი
** რუსული — სასურველი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართებზე: vacancy@bict.ictsi.com ან info@bict.ictsi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე