დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
აუგუსტი
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
"აუგუსტის" ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერიის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულების კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის.
კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
კომპანია "აუგუსტ ბეიქერი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** პროდუქტის მიღება შესაბამისი სტანდარტების დაცვით (ვარგისიანობა, ვიზუალი, რაოდენობა ხარისხი)
** მარაგების კონტროლი ხელმძღვანელთან ერთად
** შეკვეთის მაქსიმალური სტანდარტების დაცვით მომზადება
** სხვადასხვა ტიპის სალათებისა და სენდვიჩების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უპირატესად ჩაითვლება HACCP -ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
სამუშაო საათები:
** ცვლიანი გრაფიკი
** დღის და ღამის 8 საათიანი სამუშაო ცვლები
ანაზღაურება: 1200 ლარი (net)
რას გთავაზობთ ჩვენ?
** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს
** ანაზღაურებად სტაჟირებას
** ტრანსპორტირებას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებაზე -30% ფასდაკლებას
** Fit pass
** სამოტივაციო წახალისებებს
მდებარეობა: თბილისი, ბეჟანიშვილის 4
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 13.07.2025-მდე ელ.მისამართზე jobs@august.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფილიალის მენეჯერი)
მონაცემთა შენახვის წესები:
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|