Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=642904&print=yes&view=jobs
 
ფინ. რისკების/პორტფ. ანალიზის სამმართვ. უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინ. რისკების/პორტფ. ანალიზის სამმართვ. უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რისკებისა და პორტფელური ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
განაკვეთი: სრული

პასუხისმგებლობები:

** პორტფელური ანალიზისა და ფინანსური რისკების მართვის კუთხით ბანკის რეგულარული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა
** აქტივებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების (IFRS 9 მოთხოვნების მიხედვით) დათვლასა და აქტივების კლასიფიკაციის პროცესში მონაწილეობა
** სტრესს ტესტების და სცენარული ანალიზის ჩატარებაში მონაწილეობა
** სხვა დავალებები სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, მათემატიკის, ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორში ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროში:

** პორტფელური ანალიზი
** ფინანსური რისკები
** მოდელირების მიმართულებები;
** ფინანსური ანალიზი
** ფინანსების კარგი ცოდნა, კომერციული ბანკების ფინანსური მონაცემებისა და ანგარიშგების ანალიზის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა; განსაკუთრებით მოითხოვება მაღალი დონე EXCEL-ში, დამატებითი უპირატესობაა ACCESS, SQL ან სხვა პროგრამების ცოდნა.
** ინგლისურისა და რუსულის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, თვითდისციპლინა;
** სიახლეების სწრაფი ათვისების სურვილი და უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გამოგვიგზავნოთ თანდართული ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური რისკებისა და პორტფელური ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 ივლისი 2025 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია