Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=642841&print=yes&view=jobs
 
გარე გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
ჩვენს შესახებ:

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში. იგი მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და მისიის შესაბამისად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დაარსდა 1918 წელს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აღიარებულია 1997 წლიდან კანონით "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ", რომელიც 2017 წელს განახლდა.

ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ- ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში, დავიცვათ მათი სიცოცხლე და ღირსება.

თავის ჰუმანიტარულ საქმიანობას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყოველწლიურად ახერხებს 300 000-ამდე სოციალურად დაუცველის და მოწყვლადი ადამიანების დახმარებას 39 ფილიალისა და 15 000 რეგისტრირებული მოხალისეთა ქსელის მეშვეობით.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება შინმოვლის პროგრამისა და ქვეყნის მასშტაბით არსებული 27 სოციალური დღის ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვას, ახდენს რეაგირებას კატასტროფების დროს, ავრცელებს ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნას, პოპულარიზაციას უწევს უანგარო სისხლის დონაციას და სხვა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში F2F (პირისპირ) პროექტის ფარგლებში გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაოს მდებარეობა: თბილისი; სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპეტენტურ საათობრივ ანაზღაურებას სრული განაკვეთი: 88 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი: 44 ლარი დღეში
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00)
** მინიმუმ 10 საათი კვირაში

ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:

** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში
** დღის და კვირის მიზნების შესრულება
** ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება
** იდენტიფიცირება და კონტაქტის დამყარება პოტენციურ დონორებთან
** პოტენციური დონორების მოძიება მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან, შინაგანაწესის დაცვა
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია)
** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი
** კომპიუტერული მუშაობის და საოფისე პროგრამების ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი,
** გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობისა და წარმოშობილ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებთან გამკლავების უნარი
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა
** დღიური/კვირეული/თვიური გეგმის შესრულება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: f2fprojectmanager@redcross.ge, admin@redcross.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია