Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=642839&print=yes&view=jobs
 
აღმზრდელ-პედაგოგის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელ-პედაგოგის თანაშემწე
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი სკოლა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
თბილისის თავისუფალი სკოლის ბაზაზე, 2024 წლის სექტემბრიდან, "თბილისის თავისუფალი ბაღი" ფუნქციონირებს.

თბილისის თავისუფალი ბაღი გთავაზობთ ბავშვის, როგორც აკადემიურ, ისე ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და შემეცნებით განვითარებას და უზრუნველყოფს სკოლისთვის მზაობის გაუმჯობესებას.

ჩვენთან ბავშვებს დახვდებათ იზოლირებული, კეთილმოწყობილი გარემო ტყის მიმდებარე ვრცელი ეზოთი და გასართობი სივრცით.

თბილისის თავისუფალი ბაღი აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის თანაშემწის პოზიციაზე.

თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები:

** აღმზრდელ-პედაგოგთან ერთად იზრუნოს თითოეული აღსაზრდელის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას აღსაზრდელის უფლებები და ინტერესები
** აღმზრდელ-პედაგოგს დაეხმაროს ბავშვზე ორიენტირებულ, ბავშვისადმი კეთილგანწყობილ და მისი მოტივაციისკენ მიმართულ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაში
** მონაწილეობა მიიღოს ბაღის მიერ დაგეგმილ აქტივობებში
** ხელი შეუწყოს მეთოდოლოგიის განხორციელებას აღმზრდელ-პედაგოგთან თანამშრომლობით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესში, რათა საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს აღმზრდელ-პედაგოგის შეცვლა
** უზრუნველყოს მაგიდის გაშლა, აღსაზრდელების კვების წინ. საჭიროების მიხედვით, დაულაგოს საკვები ულუფებად, კვების დროს დაჯდეს მათ გვერდით, დაეხმაროს მათ დამოუკიდებელი და სოციალური უნარების განვითარებაში.
** დაიცვას სანიტარული წესები და თითოეული ბავშვის პირადი ჰიგიენა, ასწავლოს აღსაზრდელებს ჰიგიენის დაცვა.
** მზრუნველობით მოეკიდოს თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს, მისცეს მათ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება
** ორიენტირებული იყოს ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე
** თითოეულ აღსაზრდელთან ურთიერთობისას გაითვალისწინოს მისი პიროვნული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და ენობრივი თავისებურებები. ყოველდღიურ პრაქტიკაში დაიცვას თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის პრინციპები
** იცნობდეს სათამაშოების დანიშნულებას, ფუნქციას, გამოყენების წესებს და უზრუნველყოს მათი ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განლაგება
** შეასრულოს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასა და განმტკიცებასთან
** დაიცვას ბავშვის უსაფრთხოებისათვის საჭირო წესები
** მზრუნველობითა და ყურადღებით მოეკიდოს თავისი ჯგუფის თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს. ბავშვებთან ურთიერთობისას დაიცვას ბალანსი და ყველა აღსაზრდელს შეძლებისდაგვარად თანაბარი დრო და ყურადღება დაუთმოს
** იზრუნოს სათამაშოების მილაგებაზე და სველი წესით გაწმენდაზე.
** დაიცვას კონფიდენციალურობა აღსაზრდელისა და მისი ოჯახის შესახებ
** იზრუნოს ბაღის ქონების დაცვა - შენახვაზე, მის სისუფთავესა და მოვლა - პატრონობაზე
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ბაღის მენეჯერის მითითებები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით).
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბავშვო ბაღში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** ხელფასი: 1600 ლარი (ხელზე), 9 თვის განმავლობაში.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 240, ბენდუქიძის კამპუსი.
** სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე,
** ბენეფიტები: საბონუსე სისტემა, რომელიც დაფუძნებულია საქმიანობის ხანგრძლივობასა და შედეგებზე, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამჯერადი კვება, Fitpass-ით სარგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@free.edu.ge 2025 წლის 30 ივნისამდე.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეგროვდეს, დამუშავდეს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია. თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ჩვენი ბაღის და სკოლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
https://www.facebook.com/TbilisiFreeKindergarten, https://free.edu.ge/, https://www.facebook.com/TbilisiFreeSchool

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია