Робота для біженців з України
HR ბიზნეს პარტნიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ბიზნეს პარტნიორი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე საცალოს მიმართულებით ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** საცალო ბიზნესის მიმართულების მენეჯერების მხარდაჭერა თანამშრომლებთან დაკავშირებული საკითხების მართვაში;
** თანამშრომელთა კმაყოფილების გასაზომად სხვადასხვა მეტრიკების შემუშავება / მართვა, მიღებული შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** მენეჯერების მხარდაჭერა ბიუჯეტირების პროცესში;
** მენეჯერების მხარდაჭერა საკომპენსაციო / საბონუსე პოლიტიკების შემუშავებაში;
** თანამშრომელთა არამატერიალური წახალისების პროგრამების შემუშავება;
** პორტფელში არსებული მენეჯერების მხარდაჭერა / კონსულტირება სხვადასხვა HR პროცესებთან დაკავშირებით;
** ახალი თანამშრომლების ონ-ბორდინგის პროცესის უზრუნველყოფა;
** Exit Interview-ს პროცესის მართვა, შედეგების ანალიზი;
** დებულებების, სტრუქტურების, სამუშაო აღწერილობების შექმნა / განახლება.

მოთხოვნები:

** საბანკო სექტორში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** HR-ის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე