დასახელება:
ტრანსპორტის და სპეც ავტოტექნიკის სამსახურის მძღოლი
|
მომწოდებელი:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ტრანსპორტის და სპეც ავტოტექნიკის სამსახურის მძღოლის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 3
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო - 1550 ლარი (GROSS)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მიმაგრებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულად, უსაფრთხოდ, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად ექსპლუატაცია;
** კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა, როგორც სამუშაო ადგილზე და პირიქით, ისე მის გარეთ და ასევე მივლინებების პროცესში, ასევე საჭიროების შემთხვევაში სხვა პირების ტრანსპორტირება, კორესპონდენციის თუ ტვირთის მიტანა დანიშნულების ადგილზე ან სხვა დავალების შესრულება;
** მიმაგრებული ავტომანქანის სამომხმარებლო შესაძლებლობების, ტექნიკური მახასიათებლების და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ქონა და ავტომანქანის ექსპლუატაცია ამ ინფორმაციის გათვალისწინებით;
** მიმაგრებული ავტომანქანის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი საჭიროებების (საწვავი, ტექმომსახურება თუ სხვა) პერიოდული კვლევა (მათ შორის, კომპანიის ბიზნეს-გეგმისა და შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნებისათვის ინფორმაციის მომზადება), საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი დროულად შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** მიმაგრებული ავტომანქანის სხვადასხვა ქალაქებში პარკირების ნებართვის დროულად მოპოვება და განახლება, ნებართვების ვადების მუდმივი კონტროლი;
** მიმაგრებული ავტომანქანისშესაბამისი აეროპორტების სარეჟიმო ტერიტორიაზე დაშვების საშვების დროულად აღება და განახლება, საშვების ვადების მუდმივი კონტროლი;
** მიმაგრებული ავტომანქანის მოწესრიგებულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება, საჭიროების შემთხვევაში რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების მოთხოვნა;
** მიმაგრებული ავტომანქანის პერიოდული ტექნიკური შემოწმებისა და ტექმომსახურების ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში მიმაგრებული ავტომანქანის ელემენტარული ტექნიკური მომსახურება, საამისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ქონა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სამუშაოზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** მსუბუქი ავტომანქანის მართვის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** "B, C, D"კატეგორიის მართვის მოწმობა;
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
|
|
|
|