დასახელება:
ელექტრომექანიკოსი
|
მომწოდებელი:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ელექტროკომუნიკაციის მომსახურების სამსახურის ელექტრომექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ადგილების რაოდენობა - 1
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ანაზღაურება - 1780 ლარი (GROSS)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ელექტროქსელისა და ელექტრომოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების მდგომარეობის და მათზე გატარებული ღონისძიებების შესახებ დოკუმენტების, ჟურნალების, ელექტრონული ბაზის წარმოება;
** ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების მდგომარეობაში ან მუშაობაში ტექნიკური ან ორგანიზაციული პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში ელექტროკომუნიკაციის სამსახურის უფროსის ინფორმირება, ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრა და გაწეული სამუშაოების დაფიქსირება შესაბამის დოკუმენტებში, ჟურნალებში, ბაზაში;
** ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება და მათი დაფიქსირება შესაბამის დოკუმენტებში, ჟურნალებში, ბაზაში;
** აეროპორტის სარეზერვო ელექტრო კვების წყაროს (დიზელ-გენერატორის) მუდმივად მწყობრში ქონა, მისი ყოველდღიური დათვალიერება-შემოწმება, ტექნიკური ან ორგანიზაციული პრობლემის არსებობის შემთხვევაში (მათ შორის, არასაკმარისის საწვავი) ელექტროკომუნიკაციის სამსახურის უფროსის ინფორმირება და ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრა; მონიტორინგის შედეგებისა თუ გაწეული სამუშაოების დაფიქსირება შესაბამის დოკუმენტებში, ჟურნალებში, ბაზაში;
** მაღალი ძაბვის ინჟინერთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტრო ქვესადგურის გამართულად მუშაობის, სარეზერვო ხაზის მუდმივად მწყობრში ყოფნის ყოველდღიური მონიტორინგი;
** ელექტრო ქვესადგურის ან სარეზერვო ხაზის მდგომარეობაში ან მუშაობაში ტექნიკური ან ორგანიზაციული პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში ელექტროკომუნიკაციის სამსახურის უფროსის ინფორმირება, მაღალი ძაბვის ინჟინერთან ერთად ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალისათვის, სხვა შენობებისა თუ ნაგებობებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების და არსებული სისტემების, მოწყობილობების, დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** ელექტროკომუნიკაციის სამსახურის უფროსის მითითებების საფუძველზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გათბობა-გაგრილების სისტემის, სხვა ელექტროსისტემების მართვის ოპერირება და შესაბამისი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მათი აღმოფხვრის ორგანიზება, ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება, ინფორმაციის დაფიქსირება შესაბამის დოკუმენტებში, ჟურნალებში, ბაზაში;
** აეროპორტში ელექტროქსელის, სისტემების, მოწყობილობა/დანადგარების მონტაჟი/დემონტაჟი, ან სხვა პირთა მიერ მონტაჟის/დემონტაჟის შემთხვევაში, მათთვის მაქსიმალური შესაძლო დახმარების გაწევა, სამუშაოების ზედამხედველობა, საჭირო მითითებების მიცემა, სამუშაოს სწორად ჩატარების უზრუნველყოფა;
** აეროპორტის ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების მონიტორინგის შედეგად ან სხვაგვარად, სავარაუდო არასანქცირებული ჩარევის კვალის გამოვლენის შემთხვევაში, ყველა შესაძლო ზომის მიღება ტექნიკისა და ადამიანების უსაფრთხოების ნორმების აღსადგენად/დასაცავად და ელექტროკომუნიკაციის სამსახურის უფროსის დაუყოვნებლივ ინფორმირება და წერილობითი რაპორტის შედგენა მისსავე სახელზე;
** დაშვების არმქონე პირების მიერ აეროპორტის ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების სადემონსტრაციო, სასწავლო თუ სხვა არასაწარმოო მიზნით დათვალიერების თუ სხვაგვარი კონტაქტის საჭიროებისას, წინასწარი ზომების მიღება ადამიანებისა და ტექნიკის უსაფრთხოების დასაცავად (დენის გამორთვა, ბარიერების განთავსება, ადამიანების ინსტრუქტაჟი თუ სხვა), ასევე ელექტროკომუნიკაციის სამსახურის უფროსის ინფორმირება ადამიანებისა თუ ტექნიკის ყველა შესაძლო რისკის შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან სულ მცირე პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის, ელექტრომექანიკის ან სხვა სათანადო მიმართულებით;
** შესაბამის სამუშაოზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** ელექტრო სისტემებთან დაშვების III კატეგორია;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
|
|
|
|