Робота для біженців з України
ავტომექანიკოსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომექანიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ტრანსპორტის და სპეც ავტოტექნიკის სამსახურის ავტომექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ადგილების რაოდენობა - 4
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ანაზღაურება - 1730 ლარი (GROSS)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული საავტომობილო და სპეცავტოტექნიკის პარკის ეფექტური და შეუფერხებელი ტექნიკური მომსახურება ტექნიკური ნორმების, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;
** კომპანიაში არსებული ტრანსპორტისა და სპეცავტოტექნიკის პარკის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და თითოეულ ერთეულზე ჩანაწერების და დოკუმენტების (მაგ. ჟურნალის, აქტების ან სხვ.) წარმოება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ტრანსპორტისა და სპეცავტოტექნიკის ტექმომსახურების თვალსაზრისით როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი საჭიროებების პერიოდული კვლევა (მათ შორის, კომპანიის ბიზნეს-გეგმისა და შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნებისათვის ინფორმაციის მომზადება), საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიკაცია, ტექნიკური გადაწყვეტის ვარიანტების დასახვა და პრობლემებისა და გადაჭრის გზების დროულად შეტყობინება ხელმძღვანელისათვის;
** ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, სახარჯი მასალებისა და ხელსაწყოების საჭიროების განსაზღვრა, მათი სრული კომპლექტაციითა და გამართულ და მოვლილ მდგომარეობაში ქონა;
** ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკური ლიტერატურის, სქემების, კატალოგების, კომპიუტერული პროგრამების საჭიროების განსაზღვრა და ხელმძღვანელის ინფორმირება, აღნიშნული მატერიალების მოწესრიგებულად შენახვა და გამოყენება;
** ავტომობილების და სპეცავტოტექნიკის დანიშნულების, მუშაობის პირობების სპეციფიკის, ტექნიკური მახასიათებლების და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ქონა და მათი ტექმომსახურებისას ამ ინფორმაციის გათვალისწინება;
** ავტომობილების და სპეცავტოტექნიკის ექსპლუატაციის მეთვალყურეობა, ავტომობილებით და სპეცავტოტექნიკით უშუალოდ მოსარგებლე პირებისათვის რეკომენდაციების და მითითებების მიცემა კონკრეტული ერთეულის ტექნიკური მახასიათებლებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით;
** კომპანიის პარკში არსებული ავტომობილების და სპეცავტოტექნიკის გაუმართაობათა დიაგნოსტირება და შეკეთება ადგილზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს სცილდება მის შესაძლებლობებს, ხელმძღვანელის დროული და შეძლებისდაგვარად დეტალური ინფორმირება პრობლემის და საჭირო ღონისძიებების შესახებ;
** ტექნიკური მომსახურების პროცესში გამოყენებული მარაგ-ნაწილებისა და სახარჯი მასალების ზუსტი აღრიცხვა, სათანადო დოკუმენტების გამართულად წარმოება და ხელმძღვანელისათვის დროული მიწოდება;
** ტექნიკური მომსახურების პროცესის შედეგად ტექნიკიდან მოხსნილი ნაწილების, ასევე დაზიანების შედეგად მიღებული დანაკარგების აღრიცხვა, სათანადო დოკუმენტების გამართულად წარმოება და ხელმძღვანელისათვის დროული მიწოდება;
** კომპანიის ტრანსპორტისა და სპეცავტოტექნიკის პარკის ტექმომსახურებასთან დაკავშირებული საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვის საჭიროებისას მომწოდებლების მოძიება ანდა მოძიებაში დახმარება ლოჯისტიკის სამსახურისათვის, სათანადო კონსულტაციების გაწევა მისთვის საქონლისა და მომსახურების მახასიათებლების შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში მესტიის აეროპორტში არსებული ტრანსპორტისა და სპეცავტოტექნიკის პარკისათვის საჭირო ტექმომსახურების ღონისძიებების განხორციელება, ასევე მესტიის აეროპორტის ტრანსპორტისა და სპეცავტოტექნიკის პარკის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების საკითხებზე კომპანიის შესაბამისი თანამშრომლებისათვის სათანადო ტექნიკური სახის კონსულტაციების გაწევა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** პროფესიული/სპეციალური ტექნიკური განათლება;
** შესაბამის სამუშაოზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** სულ მცირე "B" კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

კონკურსის ეტაპებია:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე