დასახელება:
ტექნიკური ზედამხედველი
|
მომწოდებელი:
ლოკო ალიანსი
|
გამოქვეყნდა: 15 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს მრავალპროფილური სივრცის სარემონტო/სამშენებლო საქმიანობის შესრულებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტის მენეჯმენტი, ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და კონტრაქტორების უშუალო ზედამხედველობა (დამხმარე ჯგუფის გარეშე);
** ლოჯისტიკის ორგანიზება, მასალების მიწოდების მართვა და პრობლემების დროული გადაწყვეტა;
** უსაფრთხოების ნორმების, ეკოლოგიური სტანდარტებისა და პროექტის ვადების კონტროლი დამოუკიდებლად;
** სწრაფი რეაგირება პრობლემებზე, ტექნიკური პრობლემების დაუყოვნებლივი გადაწყვეტა;
** დღიური პროგრესის დოკუმენტაცია, ფოტო და ტექსტური ანგარიშების მომზადება და დირექტორისთვის დროული მიწოდება;
** ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, სამუშაოს განაწილება, პროცესის კონტროლი და შესრულებული ეტაპების ჩაბარება.
პროფესიული უნარები:
** საშუალო პროფესიული, ან უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე, უპირატესად ჩაითვლება ინდუსტრიული ტიპის რეკონსტრუქციის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოძველებული საინჟინრო კომუნიკაციების სპეციფიკის ცოდნა;
** ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების წაკითხვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩუღურეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 19:00
სამუშაო ენა: რუსული ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა
სახელფასო რეინჯი: 700$-800$ საწყის ეტაპზე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე - besmartvacancy@gmail.com
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტექნიკური ზედამხედველი".
|
|
|
|