Робота для біженців з України
პრობლემური სესხების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური სესხების მენეჯერი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
შპს "მისო ბერმელი" / Bermeli აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
** ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** საკრედიტო პორტფელის მართვა (გადახდების მონიტორინგი).
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
** მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხზე ზრუნვა;
** საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით +995 568 700 300 გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე