Робота для біженців з України
ვაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვაიზერი
მომწოდებელი: Scroll
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
სქროლი არის ქართული სტარტაპი, რომელიც აკავშირებს ერთნაირი ღირებულებების მქონე ადამიანებს და მიზნად ისახავს ქალაქებში სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესებას.

ჩვენი უკეთესი მომავლის ხედვა ყოველდღიური პრობლემების შემცირებაშია, შესაბამისად სქროლის მთავარი ამოცანაა, ვიზრუნოთ გარემოზე, გავხადოთ გადაადგილება უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და ვიყოთ სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისთვის. 2020 წლის აპრილიდან პირველებმა გავაცანით ეკო-მეგობრული ელექტრო სკუტერის გაზიარების სერვისი საქართველოს.

ჩვენი სერვისი საქართველოს დიდი ქალაქების: თბილისისა და ბათუმის გარდა, ახლა უკვე ქუთაისშიც გეგმავს ოპერირებას, რის გამოც ჩვენი გუნდი ფართოვდება, ამ ეტაპზე ღია ვაკანსია გვაქვს შემდეგი მიმართულებით: "სქროლის" გუნდი ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სკუტერების სადისტრიბუციო გუნდისა და ცვლების ხელმძღვანელობა;
** ცვლებისთვის კონკრეტული წინასწარი დავალებების მომზადება და დავალებების შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ დასახული გეგმის მართვა და შესრულება;
** ელ. სკუტერების სტატუსებისა და მოძრაობის მონაცემების ანალიზი, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად;
** მონაცემების ანალიზი გუნდთან ერთად საჭირო მონაცემების მოსაპოვებლად;
** ელ. სკუტერების საწყობის მართვა;
** ელ. სკუტერების დატვირთვისა და ჩამოტვირთვაში მონაწილეობის მიღება და აღრიცხვა საწყობის ეფექტურად მართვისთვის; (inbound and outbound)
** სასაწყობე ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ელ. სკუტერების ნაწილების მიღება, დასაწყობება და აღრიცხვა;
** საწყობის პერიოდული აღწერა და ინვენტარიზაცია;
** Scroll-ის აპლიკაციისა და dashboard -ის სრულყოფილი ცოდნა და ეფექტური გამოყენება;
** ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office-ის ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული
დაზღვევა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@scroll.eco გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვაიზერი-ბათუმი".
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.scroll.eco

"სქროლის"გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე