Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=642269&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბოქსეტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
ამანათების გადამზიდი კომპანია "Boxette Georgia" არის საერთაშორისო ლოგისტიკური ჯგუფის "Boxette Group"-ის ქართული წარმომადგენლობა.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ამანათების ჩამოტანას აშშ-დან, ჩინეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე საქართველოდან ამანათების გაგზავნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანია "Boxette Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ამანათების სისტემური მიღება და მათი სორტირება;
** ამანათების მომხმარებელზე დროულად გადაცემის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში საქართველოდან გასაგზავნი ამანათების სისტემაში დარეგისტრირება და შესაბამისი დამუშავება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საბონუსე ანაზღაურებას.

უნარ-ჩვევები:

** შრომისუნარიანობა;
** ორგანიზებულობა;
** საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა.

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: s.chkhikvadze@boxette.ge . დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია