დასახელება:
უფროსი გეოდეზისტი
|
მომწოდებელი:
Tesen Constraction
|
გამოქვეყნდა: 14 ივნისი
/ ბოლო ვადა: 14 ივლისი
|
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group "-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Constraction", " Tesen Rental", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.
"Tesen Constraction" აცხადებს ვაკანსიას უფროსი გეოდეზისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა - აბასთუმანი
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტებზე გზის ტრასის პირველადი დაკვალვა და ტოპოგრაფიული გაზომვები;
** არსებული სამუშაოების საშემსრულებლო ტოპო გადაღებების წარმოება;
** ტაქეომეტრისა და GPS ტექნოლოგიების გამოყენებით საველე სამუშაოების შესრულება;
** კამერალური მონაცემების დამუშავება და დოკუმენტაციის მომზადება;
** გეოდეზიური კონტროლისა და ხარისხის საველე შემოწმების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული გუნდის (გეოდეზისტი, დამხმარე, კამერალისტი) მართვა;
** მიმდინარე სამუშაოებზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი გეოდეზიაში, გეომატიკაში ან მშენებლობის მიმართულებით;
** სასურველია სამაგისტრო ხარისხი ან პროფესიული სერტიფიკატები;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საგზაო/სამშენებლო გეოდეზიაში.
უნარები და კომპეტენციები:
** AutoCAD, Civil 3D, Leica Geo Office ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
** გეოდეზიური ხელსაწყოების დამოუკიდებლად და პროფესიულად გამოყენების უნარი;
** საველე და კამერალური პროცესების დამოუკიდებლად მართვა;
** ტექნიკურ ჯგუფებთან და ინჟინრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალებზე;
** პრობლემების ანალიზისა და ოპერატიული რეაგირების უნარი;
** გუნდური მართვის, დაგეგმვისა და უკუკავშირის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა გეოდეზიური რესურსების ოპტიმალურად განაწილებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
** ბონუს სისტემა;
** საცხოვრებელ აპარტამენტს;
** კვებას;
** საწვავს (საჭიროების შემთხვევაში);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო დროს და ინტერნეტს;
** სწავლის დაფინანსება;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|