Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=642167&print=yes&view=jobs
 
პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: მეგობრობა
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
მრავალპროფილურ საწარმო "მეგობრობას" ესაჭიროება პროექტების მენეჯერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 66ა, მეგობრობის შოურუმში.
განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: ბონუსური სისტემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების ინგლისური, რუსულის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგამოფენო სივრცეში არსებული პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის მიერ მოწოდებული პროექტის მიხედვით ღირებულების დათვლა და შეთავაზების მომზადება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში ჩართულობა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** მომხმარებელთა მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ხერხებით;
** უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დროის მართვა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://b24-y3fjin.bitrix24.site/crm_form_eezni/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია