Робота для біженців з України
სუპერვაიზერი - კვარიათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: პანორამა კვარიათი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"პანორამა კვარიათი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე

სტრუქტურული ერთეული: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
უშუალო ხელმძღვანელი: სერვის მენეჯერი
კოორდინაციას უწევს: სერვის მენეჯერი, ობიექტის მენეჯერი
შემცვლელი თანამშრომელი: მიმტანი, ობიექტის სუპერვაიზერი
სამუშაო გრაფიკი: სეზონზე კვირაში 6 დღე (სამუშაო საათების რაოდენობა დღეში-8)
დასვენების დღე: 1

სამუშაოს მიზანი:

კვების და სასმელების ობიექტზე სტუმრების მომსახურება დამტკიცებული სტანდარტების, პროცესების და პროცედურების მიხედვით, მიმტანების და რანერების მართვა, საოპერაციო საკითხების მართვა.
მაღალი რგოლის მენეჯერის პრიორიტეტული საკითხები (სამუშაო გეგმა)

სამუშაო აღწერილობა

1. კვების და სასმელების ობიექტზე მიმდინარე ყველა აქტივობაში მონაწილეობა ყველა სტანდარტის დაცვით

** ობიექტის სერვის მენეჯერის კოორდინირებით, სუპერვაიზერი უზრუნველყოფს ობიექტის ფუნქციონირებას დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლს (მიმტანი რანერი), დალაგებას და სერვისის ეფექტურად მიწოდებას
** სერვის მენეჯერის ხელმძღვანელობით ამზადებს ობიექტს გახსნისთვის დადგენილი სტანდარტებით და შინაგანაწესის მიხედვით
** სერვის მენეჯერის ხელმძღვანელობით ამზადებს ობიექტს დახურვისთვის დადგენილი სტანდარტებით და შინაგანაწესის მიხედვით
** სუპერვაიზერი უკეთებს მონიტორინგს თუ როგორ ემსახურება მიმტანი სტუმრებს ობიექტზე წარმოებული, ტექნოლოგიური ბარათების და სტანდარტების შესაბამისი საკვებით და სასმელებით
** სუპერვაიზერი უკეთებს მონიტორინგს თუ როგორ უზრუნველყოფს მიმტანი ობიექტის სტუმრების დროულ და ხარისხიან მომსახურებას დამტკიცებული სტანდარტების, პროცესების და პროცედურების მიხედვით
** ესწრება დილის ან საღამოს ბრიფინგებს და ისმენს და ითვალისწინებს ყველა საჭირო ინფორმაციას
** მუშაობს კეთილსინდისიერად, ყველა დადგენილი სტანდარტის და შინაგანაწესის დაცვით
** კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას და იძლევა რეკომენდაციებს სტუმრების მომსახურების და შთაბეჭდილებების გასაუმჯობესებლად

2. ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა

** უკეთებს მონიტორინგს მიმტანებს თუ როგორ ემსახურებიან სტუმრებს საკვებით და სასმელით სურსათის უვნებლობის სააგენტოს და კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** მონაწილეობს ობიექტის დალაგებაში მენეჯერის მიერ დადგენილი ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ცხრილის მიხედვით კომპანიაში გაწერილი სტანდარტების და შინაგანაწესის მიხედვით
** კომპანიაში გაწერილი სტანდარტების და შინაგანაწესის მიხედვით ასრულებს პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვას

3. პოზიციის მიხედვით გათვალისწინებული ზოგადი სტანდარტების დაცვა დეპარტამენტის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის

** სერვის მენეჯერის მიერ გაწერილი ცხრილის მიხედვით დროულად ცხადდება სამსახურში
** ობიექტის სუპერვაიზერი ცვლის დაწყების და დასრულებისთანავე იბარებს რეპორტს გაწერილი ჩეკლისტის მიხედვით
** ესწრება ობიექტის მენეჯერის და სერვის მენეჯერის მიერ ჩატარებულ ყველა ტრენინგს და აწერს დასწრების ფორმატზე ხელს
** შესაბამისი პერიოდულობით გადის შეფასებას ობიექტის სერვის მენეჯერთან
** სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხებით დროულად მიმართავს სერვის მენეჯერს

4. ობიექტის ეფექტურ ფინანსურ ფუნქციონირებაში ჩართულობა

** კომპეტენციის ფარგლებში უფრთხილდება სასაქონლო მარაგებს სერვის მენეჯერის ხელმძღვანელობით და მომსახურების სტანდარტების დაცვით
** ინაწილებს პასუხისმგებლობას ობიექტზე მომხდარ ფინანსურ დანაკლისებზე, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული არასწორი მუშაობით
** საჭიროების შემთხვევაში ახდენს აქტიურ კომუნიკაციას სუპერვაიზერთან და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან

5. მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან და მაკოორდინირებელი პირისგან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: გამოცდილება არანაკლებ 2 წელი მსგავს პოზიციაზე

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობის უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვის უნარი

ცოდნა:

** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** დაწესებულების შრომითი დისციპლინის მოთხოვნები, შრომის დაცვის, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები და მოთხოვნები (HACCP)
** კერძების, სასმელების და სხვადასხვა კულინარიული პროდუქტების მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიები
** ზოგადი სტუმრის მომსახურების სტანდარტები სასტუმრო და სარესტორნო სფეროში
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა Excel, Word
** ერ-კიპერი ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 597 83 93 93

ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Panoramakvariati@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე