Робота для біженців з України
შეფ დე პარტიე - კვარიათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: პანორამა კვარიათი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"პანორამა კვარიათი" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიე (სუპერვაიზერი) მზარეულის პოზიციაზე

სტრუქტურული ერთეული: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
უშუალო ხელმძღვანელი: სუ-შეფი
დაქვემდებარებული თანამშრომლების რაოდენობა და პოზიციები: უშუალო დაქვემდებარებაში - 5-6
შემცვლელი თანამშრომელი: სუ-შეფი, სხვა დეპარტიე
სამუშაო გრაფიკი: სეზონზე კვირაში 6 დღე (სამუშაო საათების რაოდენობა დღეში-8)
დასვენების დღე: კვირაში 1 დღე

სამუშაოს მიზანი:

დადგენილი სტანდარტების და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, მართვის მონიტორინგი, საკვების მომზადება და შესაბამისად სამზარეულოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა

მაღალი რგოლის მენეჯერის პრიორიტეტული საკითხები (სამუშაო გეგმა)

სამუშაო აღწერილობა

1. კვების ობიექტზე მიმდინარე ყველა აქტივობის მონიტორინგი, დადგენილი სტანდარტის დაცვით

** შეფ დეპარტიე მოქმედებს სუ-შეფის ხელმძღვანელობის ქვეშ, მონიტორინგს უწევს სამზარეულოს განყოფილების ფუნქციონირებას, დალაგების და წარმოების ეფექტიანობას
** თავისი მზარეულებსა და მათ ქვეშ არსებული ობიექტისთვის დამტკიცებულ სახელმძღვანელოებს, პროცესებს, პროცედურებსა (sop) და სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფას, მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში წინადადების შეტანა განახლების მიზანს
** აკონტროლებს რომ დაქვემდებარებულ ობიექტზე საკვები იყოს წარმოებული შესაბამისი კალკულაციების, მომზადების სტანდარტების და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით
** კოორდინირებს შეკვეთების მიწოდების პროცედურას, ხარისხისა და მიწოდების დროს

2. ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა

** უზრუნველყოფს და მონიტორინგს უწევს პროდუქციის წარმოებას და შენახვას სურსათის უვნებლობის სააგენტოს და კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** ახორციელებს ყოველდღიურ შემოწმებებს დადგენილი სტანდარტების, პროცესების და პროცედურების მიხედვით
** აკონტროლებს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების პირადი ჰიგიენისა და უნიფორმის მოწესრიგებულობას.
** წინასწარ დადგენილი HACCP-ის სტანდარტების ჩეკ ლისტების წარმოება

3. დაქვემდებარებული პერსონალის მართვა

** ობიექტისთვის დამტკიცებული ინდივიდუალური სამუშაო განრიგების მიხედვით პერსონალის კოორდინირება
** ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების შესაბამისად
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება კომპეტენციის ფარგლებში
** ყოველდღიურად გასცემს მითითებებს დაქვემდებარებული პირების მიმართ, ახდენს მათ სწორ კოორდინაციას და მართვას
** უზრუნველყოფს უშუალო დაქვემდებარების ქვეშ არსებული თანამშრომლების მხრიდან, სწორად მოხდეს ფუნქცია-მოვალეობების გონივრულად გადანაწილება
** დაქვემდებარებული ყველა თანამშრომლის შეფასება და შესაბამისი უკუკავშირის გაცემა
** აკონტროლებს და მუდმივად ზრუნავს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე
** თანამშრომლის on job ტრენინგი
** სამუშაო პროცესში ადაპტაცია
** სამუშაო პროცესში დატრენინგება
** ახალი თანამშრომლის შეფასება/შესაბამისი უკუკავშირის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება
** ახდენს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის პრობლემატური საკითხების/საჭირო და სასურველი ტრენინგების ინიცირებას კომპეტენციის ფარგლებში.

4. ობიექტის ეფექტურ ფინანსურ ფუნქციონირებაში ჩართულობა

** სასაქონლო მარაგების ეფექტიანი მართვა სამზარეულოს სუ-შეფის ხელმძღვანელობით
** ესწრება და მონაწილეობას იღებს გეგმიურ ინვენტარიზაციაში სამზარეულოს სუ-შეფთან ერთად
** ინაწილებს პასუხისმგებლობას განკუთვნილ ობიექტზე მომხდარ ფინანსურ დანაკლისებზე, რაც გამოწვეულია სამზარეულოს არაეფექტური მუშაობით
** ობიექტის მატერიალური და არამატერიალური აქტივის დაცვის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში
** აკონტროლებს პროდუქტების შეკვეთას, წარმოებას და შენახვას ხარჯების ოპტიმიზაციის და ხარისხის კონტროლის მიზნით, სამზარეულოს სუ-შეფის ხელმძღვანელობით

5. აქტიური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან
6. მონიტორინგს უწევს საჩივრებსა და პრეტენზიებს საკვებისა და მიწოდების სერვისის ხარისხის შესახებ, ზომებს იღებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად (კომპეტენციის ფარგლებში), აცნობებს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევის მიზეზების ახსნით
7. შესაბამისი ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან
8. თავის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან და მაკოორდინირებელი პირისგან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება
** კულინარიის კურსები

გამოცდილება:

** გამოცდილება არანაკლებ 5 წელი სამზარეულოს კუთხით
** გამოცდილება არანაკლებ 1 წელი მსგავს პოზიციაზე

უნარები:

** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება
** გუნდის მართვის უნარი
** მიზანსწრაფული და შედეგზე ორიენტირებული
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** კრიზისული და კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
** სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** კოლეგიალურობა
** ფუნქციების სწორად გადანაწილების უნარი
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ცოდნა:

** კომპიუტერული უნარი - MS Office; Windows; Outlook
** სასურველია FMG პროგრამის ცოდნა
** მზა პროდუქციის, ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების შენახვის წესი და ვადები; დაწესებულების შრომითი დისციპლინის მოთხოვნები, შრომის დაცვის, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები და მოთხოვნები (HACCP)
** სამზარეულოს პროდუქტების მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 597 83 93 93

ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Panoramakvariati@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე