Робота для біженців з України
ელექტრიკოსი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოეზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა;
** ელექტრო კაბელების მონტაჟი და მონიტორინგი;
** ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია;
** შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრიკოსის სერტიფიკატის მინიმუმ მე-3 კატეგორიის ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა
** წინსვლისა და განვითარებისკენ სწრაფვა.

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე