Робота для біженців з України
მიმტანი - კვარიათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: პანორამა კვარიათი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"პანორამა კვარიათი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
უშუალო ხელმძღვანელი: ობიექტის სუპერვაიზერი
კოორდინაციას უწევს: ობიექტის მენეჯერი
შემცვლელი თანამშრომელი: მიმტანი, ობიექტის სუპერვაიზერი
სამუშაო გრაფიკი: სეზონზე კვირაში 6 დღე (სამუშაო საათების რაოდენობა დღეში-8)
დასვენების დღე: 1

სამუშაოს მიზანი:

კვების და სასმელების ობიექტზე სტუმრების მომსახურება დამტკიცებული სტანდარტების, პროცესების და პროცედურების მიხედვით

მაღალი რგოლის მენეჯერის პრიორიტეტული საკითხები (სამუშაო გეგმა)

სამუშაო აღწერილობა

1. კვების და სასმელების ობიექტზე მიმდინარე ყველა აქტივობაში მონაწილეობა ყველა სტანდარტის დაცვით

** ობიექტის მენეჯერის კოორდინირებით და სუპერვაიზერის ხელმძღვანელობით, მიმტანი უზრუნველყოფს ობიექტის ფუნქციონირებას, დალაგებას და სერვისის ეფექტურად მიწოდებას
** სუპერვაიზერის ხელმძღვანელობით ამზადებს ობიექტს გახსნისთვის დადგენილი სტანდარტებით და შინაგანაწესის მიხედვით
** სუპერვაიზერის ხელმძღვანელობით ამზადებს ობიექტს დახურვისთვის დადგენილი სტანდარტებით და შინაგანაწესის მიხედვით
** მიმტანი ემსახურება სტუმრებს ობიექტზე წარმოებული, ტექნოლოგიური ბარათების და სტანდარტების შესაბამისი საკვებით და სასმელებით
** მიმტანი უზრუნველყოფს ობიექტის სტუმრების დროულ და ხარისხიან მომსახურებას დამტკიცებული სტანდარტების, პროცესების და პროცედურების მიხედვით
** ესწრება დილის ან საღამოს ბრიფინგებს და ისმენს და ითვალისწინებს ყველა საჭირო ინფორმაციას
მუშაობს კეთილსინდისიერად, ყველა დადგენილი სტანდარტის და შინაგანაწესის დაცვით
** კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას და იძლევა რეკომენდაციებს სტუმრების მომსახურების და შთაბეჭდილებების გასაუმჯობესებლად

2. ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა

** ემსახურება სტუმრებს საკვებით და სასმელით სურსათის უვნებლობის სააგენტოს და კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** მონაწილეობს ობიექტის დალაგებაში მენეჯერის მიერ დადგენილი ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ცხრილის მიხედვით კომპანიაში გაწერილი სტანდარტების და შინაგანაწესის მიხედვით
** კომპანიაში გაწერილი სტანდარტების და შინაგანაწესის მიხედვით ასრულებს პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვას

3. პოზიციის მიხედვით გათვალისწინებული ზოგადი სტანდარტების დაცვა დეპარტამენტის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის

** ობიექტის მენეჯერის მიერ გაწერილი ცხრილის მიხედვით დროულად ცხადდება სამსახურში
** ობიექტის სუპერვქაიზერს ცვლის დაწყების და დასრულებისთანავე აბარებს რეპორტს გაწერილი ჩეკლისტის მიხედვით
** ესწრება ობიექტის მენეჯერის და სუპერვაიზერის მიერ ჩატარებულ ყველა ტრენინგს და აწერს დასწრების ფორმატზე ხელს
** შესაბამისი პერიოდულობით გადის შეფასებას ობიექტის სუპერვაიზერთან ან მენეჯერთან
სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხებით დროულად მიმართავს სუპერვაიზერს ან ობიექტის მენეჯერს

4. ობიექტის ეფექტურ ფინანსურ ფუნქციონირებაში ჩართულობა

კომპეტენციის ფარგლებში უფრთხილდება სასაქონლო მარაგებს ობიექტის მენეჯერის ხელმძღვანელობით და მომსახურების სტანდარტების დაცვით
** ინაწილებს პასუხისმგებლობას ობიექტზე მომხდარ ფინანსურ დანაკლისებზე, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული არასწორი მუშაობით
** საჭიროების შემთხვევაში ახდენს აქტიურ კომუნიკაციას სუპერვაიზერთან და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან

5. მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან და მაკოორდინირებელი პირისგან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: გამოცდილება არანაკლებ 1 წელი მსგავს პოზიციაზე

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობის უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ცოდნა:

** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** დაწესებულების შრომითი დისციპლინის მოთხოვნები, შრომის დაცვის, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები და მოთხოვნები (HACCP)
** კერძების, სასმელების და სხვადასხვა კულინარიული პროდუქტების მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიები
** ზოგადი სტუმრის მომსახურების სტანდარტები სასტუმრო და სარესტორნო სფეროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 597 83 93 93

ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Panoramakvariati@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე