Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ლისი ივენთ ჰოლი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"ლისი ივენთ ჰოლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება
** მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტურად განაწილება და მართვა
** ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა
** მარკეტინგული კამპანიების განხორციელება და ზედამხედველობა სხვადასხვა პლატფორმებზე (სოციალური მედია და ა.შ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია სარესტორნო ქსელის მიმართულებით)
** ინგლისური ენის ცოდნა, B2 დონე

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრეატიულობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: Lisieventhall@gmail.com/.

სათაურის ველში მიუთითეთ მარკეტინგის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

"ლისი ივენთ ჰოლი" არის საუკეთესო სივრცე სტუმარმასპინძლობის სექტორში, რომლის დიზაინიც და მაღალი სტანდარტიც ევროპულ და ქართულ ტრადიციულ სტილს აერთიანებს.

"ლისი ივენთ ჰოლის" გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "ლისი ივენთ ჰოლის" მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე