დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
"საქართველოს უნივერსიტეტი" გთავაზობთ გახდეთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი UG-ში.
ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვის ორგანიზება;
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოდულების შესაბამის სტანდარტებსა და ჩარჩო-დოკუმენტებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა;
** მატერიალური და ადამიანური რესურსის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** სასწავლო გეგმების შემუშავების ორგანიზება;
** კალენდარულ-თემატური გეგმების მოდულებთან შესაბამისობის მონიტორინგი
** სწავლის ხარისხის შემოწმების მიზნით ლექცია-სემინარების, პრაქტიკული მეცადინეობებისა და შეფასების პროცესის შეფასება და უკუკავშირის მიცემა პროფესიული მასწავლებლებისთვის;
** შეფასების ინსტრუმენტების მოდულებსა და შეფასების კრიტერიუმებთან თავსებადობის მონიტორინგი;
** მოდულების დანერგვის შიდა მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება;
** მოდულების დანერგვის შიდა მხარდაჭერის ჯგუფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** პროფესიული მასწავლებლებისათვის ყველა სიახლის ახსნა და გაცნობა, რომლებიც განაპირობებს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას;
** მოდულის დასრულების შემდეგ პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების გამოკითხვის ორგანიზება და გამოკითხვის შედეგების ადმინისტრაციისთვის გაცნობა;
** ყოველწლიურად თვითშეფასების კითხვარის შევსებაზე პასუხისმგებლობა;
** საგანმანათლებლო დოკუმენტაციის პროგრამული აკრედიტაციისთვის მოწესრიგება;
** სტრატეგიულ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა.
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა: Excel-ში რეპორტებისა და ანალიტიკური მონაცემის წარმოების გამოცდილება სავალდებულოა.
უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ
** ანალიზის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრესულ გარემოში ადაპტაციისა და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|