Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Address Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
სასტუმრო "Address Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლა.
ანაზღაურება: 1100 ლარი ხელზე ასაღები, ასევე მოქმედებს რამდენიმე სახის საბონუსე სისტემა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა;

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად რეაგირების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@address.com.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 551 20 02 93 გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მიმღები ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე