დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ლა ნოვია
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
მაღაზია "ლა ნოვია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გამრეკელის ქუჩა N20
სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე კვირაში, შეთანხმებით.
პირველი თვე- ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი.
დარიცხული ხელფასი: 1200+ ბონუსი
ჩვენს შესახებ: მაღაზია "ლა ნოვია" არის ახალი, საქორწილო და კოქტეილის კაბების მაღაზია, რომელიც გამოირჩევა პრემიუმ კლასის, მაღალი ხარისხის პროდუქციით.
სამუშაოს აღწერა: ჩვენ ვეძებთ მეგობრულ, მოტივირებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის განსაკუთრებულ მომსახურებას და დაეხმარება შესაფერისი პროდუქციის შერჩევაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან თბილი და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** მომხმარებლისთვის რჩევების მიცემა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.
** გაყიდვების ოპერაციების ეფექტურად მართვა.
** მაღაზიის ორგანიზებული, სუფთა და ვიზუალურად მიმზიდველი გარემოს შენარჩუნება
მოთხოვნები:
** ინგლისური (B1) და რუსული (B1) ენების ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალურობა.
** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
უპირატესობები:
** კონკურენტული ხელფასი, ბონუს სისტემასთან ერთად.
** თანამშრომლების ფასდაკლება "ლა ნოვია" -ს პროდუქტებზე.
** პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
** დამხმარე და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე lanoviatbilisi@gmail.com
|
|
|
|