Робота для біженців з України
რეპორტინგისა და მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტინგისა და მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
ბიოგრაფი ლივინგ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რეპორტინგისა და მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური და საოპერაციო ანალიზის ჩატარება, შესაბამისი რეპორტების შექმნა და კომპანიის მმართველ რგოლთან წარდგენა;
** ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, კომპანიის საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა; შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა მენეჯმენტთან ერთად;
** კომპანიის ფინანსური და საოპერაციო მონაცემების პროგნოზირება;
** კომპანიის ფინანსური მოდელის მართვა და განახლება;
** ძირითადი ფინანსური უწყისების: მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების და ბალანსის მომზადება;
** კომპანიის ფინანსური აუდიტის პროცესის მხარდაჭერა;
** ბიუჯეტირების პროცესის განვითარება და შემდგომი დახვეწა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, უპირატესად ფინანსების განხრით;
** IFRS სტანდარტების და ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპების ფლობა;

სამუშაო გამოცდილება:

** კომპანიის სიღრმისეული ანალიტიკური სურათის შექმნის გამოცდილება;
** ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით კომპანიაში ცვლილების დაგეგმვის პრაქტიკა;
** ფინანსური მოდელების შემუშავების გამოცდილება;
** ექსელის თავისუფლად ფლობის უნარი და გამოცდილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Z50lkOQb
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე