Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ბებე+
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
ტანსაცმლის მაღაზია "ბებე+" ქ.თბილისში პეკინის და ისნის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 6/1-ზე, (6/8 საათიანი ცვლები);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ხელფასი: თვეში 700 ლარიდან + ბონუსი

პოზიციის მიზანი:

** მომხმარებლის დახმარება პროდუქციის შერჩევაში, გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება, მოდელების და ზომების შერჩევაში დახმარება;
** პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და გადაცემა მომხმარებლებისთვის;
** მარაგების მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შევსება;
** მაღაზიის სექციების ყოველდღიური წესრიგის უზრუნველყოფა (დალაგება, სწორი განლაგება);
** მომხმარებლებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზება — თავაზიანობა, ყურადღებით მოსმენა;
** ფასდაკლებების, აქციების და ახალი შემოსულობის შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
** პროდუქციის მიღება საწყობიდან და დალაგება სავაჭრო სივრცეში;
** გამოსაცვლელი ოთახების კონტროლი და წესრიგზე ზრუნვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: bebeplus.pr@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ბებე+" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე