დასახელება:
შოურუმის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
გაბილდი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შოურუმის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** შოურუმის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და პროცესების კოორდინაცია
** გაყიდვების გუნდის (კონსულტანტების) ხელმძღვანელობა, მოტივაცია და შედეგებზე ორიენტირებული მართვა
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა და გაუმჯობესება
** გაყიდვებში მონაწილეობა, გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და KPI- ების ანალიზი.
** საწყობთან, ლოგისტიკასა და მონტაჟის სერვისებთან კოორდინაცია
** შეკვეთების, გრაფიკების და კალენდრის კონტროლი
** პროდუქციის პრეზენტაციის სტანდარტების დაცვა შოურუმში
** მენეჯმენტისთვის ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვებში ან შოურუმის მართვაში
** გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება — სავალდებულო
** ორგანიზაციული უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური კულტურის შენების უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, CRM — ჩაითვლება უპირატესობად)
** ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვის და გადაწყვეტილებების მიღების
უნარი
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი + მზარდი საბონუსე სისტემა
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ჯამში 40 საათი, 10:00 - 19:00 - 1 საათი შესვენება
** კორპორაციული ტრენინგები გაყიდვებში, მენეჯმენტსა და პროდუქტების მიმართულებით.
** შოურუმს მართვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ბრენდის ხედვაში ჩართულობა და კარიერული ზრდის პოტენციალი
** გარემო, სადაც შენი აზრი ბიზნესის განვითარებისთვის ფასეულია
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს შემდეგ მისამართზე: hr@gabuild.ge
|
|
|
|