დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
მედკორი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორ-დისტრიბუტორი კომპანია "მედკორი" ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების წარმომადგენლის (პრისეილერი) პოზიციაზე სტომატოლოგიის/დენტალის მიმართულებით.
"მედკორი" (https://www.facebook.com/medcoreaesthetics2023) არის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს სპეციფიკური დანიშნულების თანამედროვე სამედიცინო პროდუქტებს (მიმართულებები: კლინიკა-ჰოსპიტალები, ინექციური კოსმეტოლოგია და სტომატოლოგია).
პოზიციის აღწერილობა:
** პროდუქტების შესწავლა;
** სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კომუნიკაციის დაგეგმვა;
** პროდუქციის პრეზენტაცია და სამიზნე კლინიკების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება;
** მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის გაცნობა გუნდისთვის და ბიზნესის ზრდის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა;
** გაყიდვების ოპტიმიზაციის მიზნით საინტერესო ინიციატივების გამოჩენა;
მოლოდინები კანდიდატის მიმართ:
** კორპორატიული ან/და საცალო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვანია;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მიზანდასახული და პროგრესული;
** გუნდური მოთამაშე;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი ავტომობილი (სასურველია მცირე წვის);
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: საშუალოდ 2000-2500+ ლარი საწყის ეტაპზე (ბონუსების ჩათვლით);
ავტომობილის ცვეთისა და საწვავის სრულად ანაზღაურება;
სამუშაო დრო: 40 საათი კვირაში (5 დღე, 10:00-19:00).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medcore.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|