Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=640401&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების ჯგუფის ლიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების ჯგუფის ლიდი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.

"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ჯგუფის ლიდის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის მასშტაბით, კლინიკების სამედიცინო და არასამედიცინო აპარატურით/ინვენტარით/მასალებით უწყვეტად მომარაგების უზრუნველყოფა, მოთხოვნის შესაბამისად; შესყიდვის პროცესის მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესების მიზნით, უშუალო ხელმძღვანელთან ცვლილებების ინიცირება;
** შესყიდვების პროცედურის თანახმად შესყიდვების პროცესის მართვა, მონიტორინგი და გუნდის კოორდინირება;
** კონკრეტული პროექტით განსაზღვრული მომწოდებლების შეფასება პროექტის დასრულების შემდეგ განსაზღვრული ლიმიტების მიხედვით.
** შესყიდვების გეგმის მიხედვით შესყიდვების დაგეგმვა, პროცესის განსაზღვრა (ფასთა კვოტირება/ტენდერი) და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, სრული ციკლის მართვა. შესყიდვების გუნდის მიერ განხორციელებული იმავე ეტაპების მონიტორინგი და კოორდინირება.
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. სისტემაში დაფიქსირებული (BPM, CLICKUP) დავალებების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება.
** დამკვეთ და ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად განსაზღვრული პროექტების ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებასა და მოტივირებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ISO -ს განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად სამუშაო პროცესის წარმოება;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel, MS Word;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.

ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ივნისი, 2025 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/shesyidvebis-jgufis-lidi/757

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია