Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=640374&print=yes&view=jobs
 
IT მხარდაჭერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და მოკლე დროში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა. მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მრავალფეროვანი პროდუქტები საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს სანდო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ.

ჩვენი მისიაა — მუდმივად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ მომხმარებელთა სტაბილურობა, სიმშვიდე და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ლოკაცია: ქ.თბილისი დ გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა (hardware/software) - სამუშაო კომპიუტერების, პრინტერების, ქსელის და სხვა IT მოწყობილობების გამართვა და მხარდაჭერა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება (Windows, MS Office, სხვა საჭირო აპლიკაციები);
** მომხმარებლის ანგარიშების მართვა Active Directory-ში, Microsoft office 365 და სხვა პლატფორმებზე;
** ოფისის ლოკალური ქსელის (LAN), ინტერნეტის და Wi-Fi კავშირის ტექნიკური გამართვა და მონიტორინგი;
** IT ინციდენტების რეგისტრაცია, პრობლემის დიაგნოსტიკა და სწრაფი რეაგირება;
** IT აღჭურვილობის ინვენტარიზაცია და აღრიცხვა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
** სისტემების, ელექტრონული ფოსტების, პერსონალური კომპიუტერების Backup წარმოება, კონტროლი;
** კიბერუსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვა და მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება IT რისკებზე.

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამებისა და აპარატული მოწყობილობების ინსტალაცია/გამოცვლის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** გუნდური მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - IT მხარდაჭერის სპეციალისტი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია