დასახელება:
სასადილოს შეფ-მზარეული
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასადილოს შეფ-მზარეულის პოზიციაზე, ქ. თბილისში
სამუშაო საათები: 09:00-18:00/ (აქედან 1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი/კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: დღიური 125, 00 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებით უზრუნველყოფას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** სამუშაო პროცესების მართვა - მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქციის ხარისხის, ეფექტური მომსახურებისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად;
** სასადილოში მენიუ-კალკულაციების მიხედვით კერძების მომზადება;
** სასადილოს მენიუს შედგენა მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით;
** მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით კერძების დროულად და ხარისხიანად მომზადება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ყოველდღიურად საქმიანობის დელეგირება და მათი ჯეროვნად შესრულების კონტროლი;
** მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია შეფ-მზარეულის ან/და უფროსი მზარეულის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობისა და მათი მართვის უნარი;
** ენერგიულობა და პუნქტუალურობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gfc.ge, 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
|
|
|
|