Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=640333&print=yes&view=jobs
 
პროფესიული მოდულების მასწავლებელი - გრაფიკული დიზაინი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული მოდულების მასწავლებელი - გრაფიკული დიზაინი
მომწოდებელი: სქილვილ
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"SKILLWILL" პროფესიული კოლეჯისთვის აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით - "გრაფიკული დიზაინი". ვეძებთ კრეატიულ და ტექნიკურად კომპეტენტურ სპეციალისტებს, რომლებიც მზად არიან გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მომავალი პროფესიონალების განვითარებისთვის.

პროფესიული მოდულების მასწავლებელს მოუწევს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი მოდულის სწავლება:

** დიზაინის პრინციპების გამოყენება;
** რასტრული გრაფიკა 1 (Adobe Photoshop);
** რასტრული გრაფიკა 2 (Adobe Photoshop);
** ვექტორული გრაფიკა - Adobe Illustrator;
** ვექტორული გრაფიკა - CorelDRAW;
** ციფრული და ბეჭდური პუბლიკაციის შექმნა - Adobe InDesign;
** დოკუმენტის ვიზუალური მასალით გაფორმება და ბეჭდვისთვის მომზადება;
** ვიზუალური ბრენდინგისა და იდენტობის შექმნა;
** UI/UX პრინციპები და შესავალი;
** 2D ანიმაციის პრინციპები;
** თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება (AI, AR, VR) გრაფიკულ დიზაინში;
** დარგობრივი ინგლისური ენა გრაფიკული დიზაინერისთვის;
** პრაქტიკული პროექტი / პორტფოლიო;
** გრაფიკული დიზაინის გამოყენება თამაშების შექმნასა და სამგანზომილებიან გრაფიკაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უმაღლესი განათლების ან საშუალო და უმაღლესი პროფესიული განათლების დიპლომი, ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
** არანაკლებ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილება დიზაინის სფეროში;
** საოფისე და გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, Adobe Creative Suite, CorelDRAW და სხვ.);
** ეფექტური კომუნიკაციისა და ცოდნის გადაცემის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულის სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის ხელშეწყობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.

უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირებს.

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ წინასწარი შეთანხმება. კოლეჯში სწავლება დაიწყება 2025 წლის ნოემბერში.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივნისი.

გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ მეილზე - college@skillwill.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია