დასახელება:
პროფესიული მოდულების მასწავლებელი - ბუღალტრული აღრიცხვა
|
მომწოდებელი:
სქილვილ
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"SKILLWILL" პროფესიული კოლეჯისთვის აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით - "ბუღალტრული აღრიცხვა". ვეძებთ პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომელთაც სურთ მომავალი პროფესიონალების განვითარებაში მონაწილეობა და რეალური ცოდნის გაზიარება.
პროფესიული მოდულების მასწავლებელს მოუწევს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი მოდულის სწავლება:
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
** ძირითადი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება;
** სააღრიცხვო მონაცემთა ბაზის შექმნა;
** კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა (მაგ. Oris, Balance, 1C ან სხვა);
** საგადასახადო დეკლარირება;
** სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებები;
** ინვენტარიზაცია;
** ფინანსური ანგარიშგების შედგენა;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ეკონომიკური საქმიანობის სახეობის მიხედვით;
** მმართველობითი აღრიცხვა;
** Microsoft Excel;
** ბიზნეს ინგლისური;
** აუდიტის საფუძვლები;
** ეკონომიკური ანალიზი;
** გაცნობითი პრაქტიკა - ბუღალტრული აღრიცხვა;
** პრაქტიკული პროექტი - ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უმაღლესი განათლების ან საშუალო და უმაღლესი პროფესიული განათლების დიპლომი, ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
** არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** თანამედროვე საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და პროფესიული ინფორმაციის მკაფიოდ გადმოცემის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულის სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის ხელშეწყობის უნარი.;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.
უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირებს.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ წინასწარი შეთანხმება. კოლეჯში სწავლება დაიწყება 2025 წლის ნოემბერში.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივნისი
გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ მეილზე - college@skillwill.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|