Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=640292&print=yes&view=jobs
 
IT სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: მონეტა ექსპრეს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"მონეტა ექსპრეს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის ობიექტებში ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ციფრული კამერების, პერიფერიული მოწყობილობების (ციფრული ხელმოწერის პადები, პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა, კონფიგურირება;
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით; (მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** IT მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული ქსელებისა და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერის ტექნიკური მხარეებისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) - ინსტალაციისა და კონფიგურაციის გამოცდილება;
** ახალი გამოცდილების მიმღებლობა და სწრაფად ათვისების უნარი; ჩვენ გთავაზობთ (ბენეფიტები):
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@monetaexpress.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

"მონეტა ექსპრესი" გისურვებთ წარმატებას და მადლობას გიხდით ვაკანტური ადგილით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია