"Ambassador Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა - ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.
ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და დაგვეხმარება ქვეყნის საზღვრების გაფართოებაში-როგორც გეოგრაფიულად, ისე შესაძლებლობების თვალსაზრისით!
მდებარეობა: ბათუმი
ელფოსტა: hr@islandambassadori.com
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვების უზრუნველყოფა;
** 20%-იანი ფასდაკლება ამბასადორის ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
** პროფესიული განვითარება;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება SMM-ის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება უძრავი ქონების ან სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება);
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
** Facebook, Instagram, TikTok, Telegram-ის ალგორითმების და პლატფორმის მახასიათებლების სიღრმისეული ცოდნა;
** კონტენტ-სტრატეგიის შემუშავების და შესრულების გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, Telegram, TikTok და პარტნიორული არხები) მართვა;
** კონტენტ-გეგმის შედგენა თითოეული არხისა და აუდიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** კონტენტის მომზადება, შეთანხმება და გამოქვეყნება დადგენილი ვადებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** როგორც უშუალო შემოქმედებითი მუშაობა, ისე კონტრაქტორების მართვა (ქოფირაითერი, დიზაინერი, ფოტოგრაფი და სხვ.);
** ანალიტიკა: ჩართულობის, მიღწევების და სხვა მეტრიკების მონიტორინგი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება;
** კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და საუკეთესო პრაქტიკების ინტეგრაცია;
** კომენტარებზე პასუხი და დაინტერესებული პირების გადამისამართება გაყიდვების დეპარტამენტში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@islandambassadori.com
გისურვებთ წარმატებას!
|