Робота для біженців з України
ქალების პროფესიული უნარ-ჩვევები და საპორტო ვაკანსიები - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქალების პროფესიული უნარ-ჩვევები და საპორტო ვაკანსიები
მომწოდებელი: ფოთის საზღვაო ნავსადგური
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური/ეიპიემ ტერმინალი ფოთი" აცხადებს ტენდერს: კვლევა - ქალების პროფესიული უნარ-ჩვევები და მათი დაინტერესება საპორტო ვაკანსიებით

1.შესავალი:

სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის"/ეიპიემ ტერმინალს ფოთის სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიისთვის პრიორიტეტულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალების ეკონომიკური ჩართულობის გაზრდა. კვლევის მიზანია დადგინდეს, რა პროფესიული უნარ-ჩვევები აქვთ ქალაქ ფოთში მცხოვრებ ქალებს და რამდენად არიან დაინტერესებულნი და მზად ტექნიკურ და საოპერაციო პოზიციებზე დასაქმებისთვის ნავსადგურში.

2. კვლევის მიზანია გამოვლინდეს:

** ქალების პროფესიული კვალიფიკაცია და ტექნიკური უნარები;
** ქალების დამოკიდებულებისა და მზადყოფნის შეფასება კონკრეტულად საპორტო საქმიანობის მიმართ;
** დაინტერესება და მოტივაცია ტექნიკურ/ოპერაციულ პოზიციებზე დასაქმებისთვის;
** არსებული ბარიერები (გრაფიკი, ღამის ცვლაში მუშაობა, სამუშაო დღეები) ან მოტივატორები (სოციალური, კულტურული) პორტში დასაქმებისთვის;
** შესაბამისი განათლების არსებობა/დეფიციტი;
** რეკომენდაციები უნარების განვითარების პროგრამებისთვის.

3. კვლევის ამოცანები:

** ადგილობრივი ქალების პროფესიული პროფილის ანალიზი (განათლება, გამოცდილება, უნარები);
** პოტენციური ტექნიკური/ოპერაციული პოზიციების იდენტიფიკაცია პორტში;
** გამოკითხვის ჩატარება ქალთა შერჩეულ ჯგუფთან (ინდივიდუალური ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები);
** შრომის ბაზრის ზოგადი ანალიზი: ქალთა დასაქმების ტენდენციები ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში;
** ცნობადობის დონის შეფასება პორტში არსებული პოზიციებისა და შესაძლებლობების შესახებ.
** შეფასდეს, რამდენად იცნობენ ქალები საპორტო სფეროს, მის სპეციფიკას და კარიერულ შესაძლებლობებს;
** გამოიკვეთოს რამდენი ქალი ფლობს ან არის მზად შეიძინოს ტექნიკური განათლება, რომელიც მოთხოვნადია პორტში;
** შეფასდეს განათლების სისტემისა და პროფესიული მომზადების ხელმისაწვდომობა/შესაბამისობა ნავსადგურის საჭიროებებთან.
** ტექნიკურ და საოპერაციო პოზიციებზე უკვე დასაქმებულ ქალ და კაც თანამშრომლებთან მოხდეს მცირე ფოკუს ჯგუფის შექმნა, სამუშაო პირობებისა და სამუშაო ადგილზე გამოწვევების გამოსავლენად.

4. გეოგრაფიული არეალი და სამიზნე ჯგუფი:

** ლოკაცია: ფოთი
** სამიზნე ჯგუფი: 16-დან 45 წლამდე ასაკის ქალები (დასაქმებული, დროებით უმუშევარი, სტუდენტი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები);
** დაინტერესებული მხარეები: პროფესიული სასწავლებლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, დასაქმების სააგენტო, კერძო სექტორი.

5.მეთოდოლოგია:

განმახორციელებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური კვლევის მეთოდოლოგია, მათ შორის:
** რაოდენობრივი კვლევა (საშუალოდ 300 რესპონდენტი, კითხვარის საფუძველზე);
** ხარისხობრივი კვლევა (ფოკუს-ჯგუფები — სულ მცირე 4, თითოეულში 10-მდე მონაწილე);
** ინდივიდუალური სიღრმისეული ინტერვიუები (10-15 ინტერვიუ დამსაქმებლებთან, ადგილობრივ ლიდერებთან, საპორტო ინდუსტრიით დაინტერესებულ ქალებთან).

დამატებითი შეკითხვები მეთოდოლოგიასთან მიმართებაში:

** გსმენიათ ეიპიემ ტერმინალს ფოთის შესახებ?
** რამდენად გაინტერესებთ მუშაობა საპორტო სექტორში?
** რა ფუნქციებს უკავშირებთ ნავსადგურში მუშაობას?
** გაქვთ თუ არა შესაბამისი განათლება ან გაქვთ ტექნიკური კურსის გავლის სურვილი?
** რა შეგიწყობდათ ხელს ნავსადგურში დასაქმებისკენ (ტრენინგი, მეტი ინფორმაცია, გარემო პირობები)?

6. მოლოდინი/შესასრულებელი სამუშაოები:

** კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება და შეთანხმება დამკვეთთან;
** მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
** ძირითადი მიგნებების და რეკომენდაციების წარმოდგენა;
** საბოლოო ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** პრეზენტაცია დამკვეთი კომპანიისთვის.

7. განრიგი:

** კვლევის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 6 კვირისა ხელშეკრულების გაფორმებიდან.
** შუალედური ანგარიშგება - მე-4 კვირის ბოლოს.
** საბოლოო ანგარიში - მე-6 კვირაში.

8. საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემსრულებლისთვის:

** გამოცდილება სოციალური და შრომის ბაზრის კვლევებში;
** გამოცდილება გენდერული საკითხების ანალიზში;
** ადგილობრივი კონტექსტის ცოდნა;
** გუნდში პროფესიონალი მკვლევრები, ანალიტიკოსები და გამოკითხვის ორგანიზატორები.

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:

** ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ;
** ინფორმაცია ჩატარებული კვლევებისა და დამკვეთი კომპანიების/ორგანიზაციების შესახებ;
** ტექნიკური წინადადება: სერვისის მიწოდების პირობები, მომსახურების გაწევის ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღი);
** ფინანსური წინადადება: მომსახურების სრული ღირებულება, დღგ-ს გარეშე, მათ შორის: ადამიანური რესურსების ანაზღაურება, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, სხვა საორგანიზაციო ხარჯები.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: etuna.tsotniashvili@apmterminals.com
ყველა შეკითხვა ან განმარტება 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით, შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: etuna.tsotniashvili@apmterminals.com

დაინტერესებულმა პირებმა სრულყოფილი წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 27 ივნისის 18:00 საათისა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე