Робота для біженців з України
ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: Hilbert
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
თანდართული ფაილი: 640204_Copywriter_1711994.zip
"Hilbert" - არის მარკეტინგული კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში. ჩვენ ერთ სივრცეში ვაერთიანებთ ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სერვისების სრულ სპექტრს და ბიზნესებს პარტნიორობას ვთავაზობთ მათი განვითარების ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, Hilbert-ში სამუშაო პროცესიც მრავალფეროვანი და დინამიკურია.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ ქოფირაითერს, რომელიც მზად არის პროფესიული განვითარებისა და ახალი გამოცდილებისთვის.

ვეძებთ ქოფირაითერს, რომელიც:

** წერს ისე, რომ მოსაწყენი არ იყოს
** ფიქრობს სტრატეგიულად, როგორც მარკეტერი
** ქმნის ეფექტურ საკომუნიკაციო მესიჯებს - ბრენდის მიზნებისა და სტილის გათვალისწინებით
** იცის - როგორ ესაუბროს სხვადასხვა აუდიტორიას

შენი ძირითადი ამოცანები იქნება:

** ბრენდის ტონის (tone of voice) და ენის სტილის განსაზღვრა და ფორმალიზება
** ბრენდის ღირებულებების, ტონისა და იდენტობის შესაბამისად საკომუნიკაციო მესიჯების შექმნა სოციალური არხებისთვის
** პროდუქტის ტექსტების ადაპტირება პლატფორმების სპეციფიკების შესაბამისად (Instagram, Facebook, LinkedIn და სხვ.)
** სლოგანების, ძირითადი მესიჯების და ტექსტების გენერირება სხვადასხვა არხისთვის (ვებსაიტი, ბანერები, ბუკლეტები, და სხვ.)
** დიზაინერებთან, არტ დირექტორთან და სტრატეგთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ვიზუალური და ტექსტუალური შინაარსი იყოს ჰარმონიული და ეფექტური
** ბაზარზე არსებული კომუნიკაციის ანალიზი (ბრენდის კონკურენტების ანალიტიკა)
** ტენდენციების მოკვლევა და ინოვაციური ტექსტური მიდგომების გენერირება.

რას გთავაზობთ:

** მრავალფეროვან პროექტებს სხვადასხვა სექტორიდან
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნო პორტფოლიო და შესრულებული დავალება (რომელსაც თანადართულ ფაილში ნახავ) ელფოსტაზე: info@hilbert.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე