Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=640189&print=yes&view=jobs
 
ტურისტული პროდუქტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურისტული პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: ივენთივ
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
კომპანია "ივენთივი" აცხადებს ვაკანსიას ტურისტული პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "Eventive Georgia" (https://eventive.ge) არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები.

კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე თითოეული ღონისძიებისათვის კვებით, აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას.

სავარაუდო ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარი NET + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქუჩა N95 (საბურთალო)
დამატებითი სარგებელი: დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების შექმნა, დაგეგმვა და ორგანიზება;
** ტურის გაყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** მომხმარებელთა მოთხოვნების მიღება და შესაბამისი ტურ-პაკეტების შედგენა ან უკვე შემუშავებულის შეთავაზება;
** მზა ტურისტული პაკეტების შეთავაზება ტურისტების და პარტნიორებისთვის;
** გიდების, ტრანსპორტის, კვებისა და განთავსების ობიექტების შერჩევა და კოორდინაცია;
** ტურის მიმდინარეობის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
** ტურის პროგრამების მომზადება მომსახურე გუნდისთვის (გიდი, მძღოლი, გამყოლი);
** სასტუმროების დაჯავშნის სისტემაში მუშაობა;
** სერვისის მომწოდებლების შერჩევა, მათთან კომუნიკაცია, ფასების შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, მომსახურების დეტალური აღწერილობის მიღება და დოკუმენტაციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტურისტულ ან MICE-ს მიმართულების კომპანიაში მუშაობის 3 წელზე მეტი გამოცდილება;
** საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ღრმა ცოდნა, მათ შორის კურორტების, სასტუმროებისა და რესტორნების;
** ტურისტული პროგრამებისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების კარგი ცოდნა და გამოყენების გამოცდილება;
** საქართველოში, ან საზღვარგარეთ ტურისტულ გამოფენებსა და ბიზნეს შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სხვა დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eventive არაუგვიანეს 1 ივლისისა.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია