დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დაზოგე.ჯი
|
გამოქვეყნდა: 07 ივნისი
/ ბოლო ვადა: 07 ივლისი
|
ინტერნეტ მაღაზია "Dazoge.ge" გთავაზობთ დასაქმებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"Dazoge.ge" წარმოადგენს ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ონლაინ შესყიდვას ყველაზე ხელსაყრელი ფასით.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა ფშაველას 45
ძირითადი მოვალეობები:
** ინტერნეტ და სატელეფონო გაყიდვების მართვა;
** ვებგვერდისა და სოციალური არხების მეშვეობით შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებლებთან დაკავშირება, შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება;
** მომხმარებლის მიერ შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაცია;
** მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის შევსებისას;
** გაყიდვებისა და არსებული პორტფელის გაზრდა.
სამუშაო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; (MS Word, MS Excel);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე
** შაბათი, 11:00-დან 16:00-მდე
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ, შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე hello@dazoge.ge
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება.
ვებგვერდი: https://dazoge.ge/
|
|
|
|