დასახელება:
სტაჟიორი ბუღალტერიაში
|
მომწოდებელი:
მწვანე სკოლა
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
შპს "მწვანე სკოლა - ტყის კამპუსი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის თანამდებობაზე ბუღალტერიაში.
შეისწავლით:
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა/შემოწმება/ბუღალტრული გატარება/დაარქივება;
** დებიტორების ბალანსის ყოველდღიური კონტროლი და შემოსული თანხების განსაკუთრებული სიზუსტით ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** კრედიტორებთან შედარების აქტების წარმოება (პერიოდულად);
** საანგარიშო თვის დადგენილ ვადებში დახურვა და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტების მოძიება და ასახვა;
** დასაბეგრი ოპერაციების განსაზღვრა და საგადასახადო კუთხით კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კონტროლი;
** ყოველთვიური დეკლარაციების წარმოება;
** საბუღალტრო საქმესთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის მიმართულებით ან ACCA-ის შესაბამისი კურსები;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი, რათა დავალებული სამუშაო დედლაინის ფარგლებში შესრულდეს;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.
რა მოლოდინები უნდა გქონდეთ:
** შპს მწვანე სკოლა - ტყის კამპუსი, როგორც იცით, საინვესტიციო კომპანია ჯიკაპის შვილობილია. ** შესაბამისად, განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფია და მოკლე დროში დიდი გამოცდილების დაგროვებას შეძლებთ. იმუშავებთ ძალიან მეგობრულ, მიზანდასახულ და გამოცდილ გუნდთან ერთად, ვისგანაც შეძლებთ ბევრი ისწავლოთ და განვითარდეთ.
** ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანისთვის მთავარი მოთხოვნა არის მაქსიმალური სიზუსტით მუშაობა და სამუშაოს ისე დაგეგმვა, რომ დედლაინის ფარგლებში მოესწროს შესაბამისი დავალებები.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების მიხედვით;
** გასაუბრება;
** ტესტირება.
ანაზღაურება: 600 ლარი (NET) ზრდის პერსპექტივით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: career@greenschool.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ "ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე ბუღალტერიაში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია არ მიიღება მხედველობაში.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30/06/2025
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
|
|
|
|