Робота для біженців з України
შიდა აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსში" შიდა აუდიტორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჭრილში შიდა აუდიტის დეპარტამენტის ყოველწლიური სამუშაო გეგმის შედგენა;
** ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში არსებული ფინანსური გარემოს მონიტორინგი;
** შემოწმებების ფარგლებში დაფიქსირებული საკითხების, გაცემული რეკომენდაციების და შეთანხმებული სამოქმედო გეგმების გადამოწმებასთან და აღნიშნულის შედეგებთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშის წარდგენა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსთან და აუდიტის კომიტეტთან;
** დეპარტამენტის გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** აუდიტის პროგრამის ჩამოყალიბება, შემოწმების შედეგების, გაცემული რეკომენდაციებისა და შეთანხმებული სამოქმედო გეგმების დროული მიწოდება კომპანიის შესაბამის პირებთან;
** დეპარტამენტის საქმიანობის წარმართვა საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
** დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისი პროცედურების და პოლიტიკის შემუშავება, რომელიც აუდიტის კომიტეტის თანხმობით დასამტკიცებლად წარედგინება სამეთვალყურეო საბჭოს;
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისთვის რეკომენდაციების გაცემა მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ რეპორტების დროულად/კორექტულად წარმოდგენის კონტროლი;
** საჭიროებისამებრ, აუდიტის ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება დაინტერესებულ მხარეებთან წარსადგენად;
** აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** კონტროლინგის/რისკების შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა
** რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა
** CIA/ACCA/CFA ეტაპების გავლა ჩაითვლება უპირატესად
** SAP/ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1800

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე