დასახელება:
გამშვები პუნქტის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თბილისი დრაი პორტი
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"თბილისი დრაი პორტი" აცხადებს ვაკანტურ ადგილებს გამშვები პუნქტის ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტვირთის დოკუმენტაციის შემოწმება
** სატვირთო ავტომობილით შემოსული კონტეინერის მონაცემების შედარება მიღებულ დოკუმენტაციასთან და მათი სისწორის დადასტურება
** რკინიგზით და სატვირთო ავტომობილით შემოსული კონტეინერის მონაცემების შეყვანა საბაჟო პროგრამებში
გამოცდილება და უნარები:
** უმაღლესი ან სპეციალური განათლება;
** MS Office-ის ცოდნა;
** უპირატესად ჩაითვლება საბაჟოს კომპიუტერულ პროგრამების (ASYCUDA world), შემოსავლების სამსახურის ელ. ვებ გვერდზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: აფრიკის დასახლება, თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: 4 ცვლიანი გრაფიკი, 12 საათიანი სამუშაო ცვლა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 05 ივლისი
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|