Робота для біженців з України
შესყიდვების, ლოგისტიკისა და მარაგების დეპ. ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების, ლოგისტიკისა და მარაგების დეპ. ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ეიჩპიემ
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად კომანია "HPM"-ში ჩვენ ვეძებთ შესყიდვების, ლოგისტიკისა და მარაგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** დეპარტამენტის სამუშაო პროცესის კოორდინაცია, სამუშაოს დაგეგმვა, დეპარტამენტის მუშაობისთვის საჭირო პროცესების, ხერხების და მეთოდების ჩამოყალიბება;
** შესყიდვების პოლიტიკის და პროცედურების ჩამოყალიბება;
** შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობის კოორდინირება;
** შესყიდვების დეპარტამენტის ურთიერთობის კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური, კომერციული და იურიდიული ასპექტების განხილვა პროექტის მთელი ციკლის განმავლობაში;
** პროექტების დეტალური შესყიდვების გეგმისა და მომარაგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, შესყიდვებისთვის, მომარაგებისთვის საჭირო სახსრების არსებობის განსაზღვრა სხვა დეპარტამენტებთან ერთად;
** შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის დაგეგმვა და მართვა, საჭიროების შემთხვევაში, ბაზრის კვლევა და კვლევის შედეგების ანალიზი;
** დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის შემოწმება; ტენდერის პროცედურების კოორდინაცია;
** დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშების და ოქმების შემოწმება; ამგვარი ოქმების მომზადება საჭიროებისამებრ;
** საკონტრაქტო მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების და წარდგენის უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ;
** საწყობის მიმართულების ხელმძღვანელის მართვა;
** საწყობის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა/მართვა;
** სასაწყობე განლაგების სწორად დაგეგმარება და მონიტორინგი;
** საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის, ნაშთების სისწორის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროცედურების განსაზღვრა საწყობის ხელმძღვანელთან ერთად;
** პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის გამართვა და უზრუნველყოფა;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან დაახლოებულ სფეროში;
** აუცილებელია შესყიდვების ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "შესყიდვების ხელმძღვანელი."

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე