Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალგი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
კომპანია "ალგი" არის ავტომატური სისტემებისა და აქსესუარების მწარმოებელი და წამყვანი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი ისტორია იწყება 2000 წლიდან. უკვე 25 წელია კომპანია ვითარდება და სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქციას

კომპანია "ალგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (შაბათი და კვირა).

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; დიდუბე, კოსმონავტების სანაპირო 101
გრაფიკი: შაბათი და კვირა: 10:00 - 17:00
ანაზღაურება: 500 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის რეალიზაცია და აღრიცხვა
** სატელეფონო ზარის პასუხი და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@algi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე