Робота для біженців з України
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"აითი თექი" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს.

შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა;
** პროდუქციის გამოტანა საწყობიდან და მანქანის დატვირთვა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება კარამდე (პროდუქცია არის ძირითადად კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები, იშვიათი სიმძიმეების შემთხვევაში, გამოგყვებათ საწყობის თანამშრომელი);
** მუშაობა კომპანიის კუთვნილ მანქანებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** საწყობის ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზირი
** ხელზე ასაღები ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დისტრიბუტორი". რეზიუმეები მიიღება 5 ივლისამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/
კომპანია "აითი თექი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე